Tuesday, April 19, 2011

გუგლის დოკუმენტი

ძუძუმწოვრები

მსოფლიო ეკეანე

ოკეანე — დედამიწის ზედაპირის მომცვლელი უწყვეტი გარსი, რომელიც გარს აკრავს კონტინენტებსა და კუნძულებს; ახასიათებს მარილების ერთნაირი შედგენილობა. ოკეანე ჰიდროსფეროს უმეტესი (94%) ნაწილია და მოიცავს დედამიწის ზედაპირის 70,8%. ოკეანის ცნებაში ხშირად იგულისხმება წყლის მასის ქვეშ მდებარე დედამიწის ქერქიცა და მანტიაც. ოკეანის ცალკეულ ნაწილებში მკვეთრად განსხვავებული ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. ოკეანის წყალი განუწყვეტლივ მოძრაობს და ურთიერთქმედებს ატმოსფეროსთან და ლითოსფეროსთან. ოკეანის სხვადასხვა ნაწილის რეჟიმი დაკავშირებულია ასტრონომიულ ფაქტორებთან და განედურ ზონალურობას ექვემდებარება. ატმოსფეროს ცირკულაციის თავისებურებები (ქარები) განაპირობებს მუდმივი და პერიოდული ოკეანური დინებების სისტემას, იწვევს ღელვას; მზისა და მთვარის მიზიდულობის ძალები — მოქცევას. ოკეანის წყალი მზისგან მიღებული სითბოს უზარმაზარი რეზერვუარია. დინებების მეშვეობით ამ სითბოს გადანაწილება მნიშვნელოვნად განაპირობებს ხმელეთის დიდი სივრცეების ჰავას.

ოკეანის საზღვრები და მოხაზულობა ყალიბდებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დედამიწის ქერქის გეოლოგიური აგებულებისა და განვითარების ისტორიის შესაბამისად.
წყარო:ვიკიპედია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქიდან მოყოლებული, ოკეანე დიდ როლს თამაშობს კაცობრიობისათვის როგორც სატრანსპორტო გზა, საკვები პროდუქტების, ენერგეტიკის, ქიმიური და მინერალური რესურსების წყარო.